პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რიტორიკა შეცვალა. ვოლსკის თქმით, მესამე პრეზიდენტი კარგად რომ იყოს საავადმყოფოში არ იქნებოდა.
“კარგად რომ იყოს რასაკვირველია, საავადმყოფოში არ იქნებოდა. არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე, სუნიც აუვიდა ისეთ მდგომარეობაშია. უამრავი განცხადება მოვისმინე და როგორც კი სასამართლოში გადაყვანის საკითხი დადგა, თითქოს არაფერი არ არსებობს, ის თურმე სასამართლოში უნდა იყოს მიყვანილი. შეუსაბამობა იმდენად დიდია, იმდენად უტიფარია, რომ სხვა თუ არა, პოლიტიკური სპეკულაცია, ამას არაფერი არ შეიძლება დავარქვათ”, – განაცხადა ვოლსკიმ.