ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა ჭკვიანი კაცი ყოფილა ივანიშვილი – ანზორ მელია

ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ანზორ მელიამ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მწვავე დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნიკა მელია სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი იყო, თუმცა მესამე პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს.

„შეცდომაშია შეყვანილი. თაკო ჩარკვიანი რომ იძახდა 130 ათასი კაცი დახვდება, სად წავიდა ეს 130 ათასი კაცი? კანცელარიასთან, ბოლოს როდესაც წრიპინებდა იქ, გამოდიოდა და იძახდა რაღაცებს, სადაა მაგის მხარდამჭერი ხალხი, სადაა მაგის პარტია? რატომ იყო 300 კაცი, აქაც ნიკამ შეუშალა და გადაუღობა გზა ყველას არ მოხვიდეთო? რა ცოტანი ვიყავით, არ შეიძლება ასე. ექიმებიც, რა ემართებათ ამ ექიმებს, როგორ შეიძლება კაცს გიკლავდნენ, არ იყოს პრეზიდენტი ყოფილი, იყოს ჩვეულებრივი მოქალაქე, ისიც უნდა დაიცვა, მაგრამ კაცმა, პრეზიდენტმა, რომელმაც ჭაობიდან გამოიყვანა ქვეყანა, შექმნა ყველაფერი, ახლა შეიძლება ასე მოექცე? გადაიყვანონ ეს კაცი, სასწრაფოდ გადაიყვანონ, გადაარჩინონ, არ შეიძლება ასე“ , – განაცხადა ანზორ მელიამ.

რაც შეეხება ენმ-ის თავმჯდომარეობის საკითხს, ანზორ მელიამ კომენტარი გააკეთა აღნიშნული პოსტის დაკავების ერთ-ერთ კანდიდატზე, ლევან ხაბეიშვილზე.

„როდის გადაარჩენს? ვინ უშლიდა მანამდე ხელს? ნიკამ ხომ ილაპარაკა დავავალე ხაბეიშვილს რაღაცებიო, დაიკარგაო ორი-სამი დღე და მერე ბიბლიოთეკიდან დაიწყოო რაღაცებიო. ხაბეიშვილს ვინ უშლიდა? რომ აფრიალებდა ამ სახლების იმას, ეს მოიპარეს, ის მოიპარეს, პრეზიდენტზე ეფიქრა და ყოფილიყო, ნიკა უშლიდა ხელს? თვითონაც თანამდებობის პირი იყო. “გაპაზორდა”, რა, ხაბეიშვილი და იმიტომაც ჭიაბერაშვილს უყენებენ ახლა“ .

ანზორ მელიამ აღნიშნა, რომ ყველაფერს, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, ბიძინა ივანიშვილისთვის მოაქვს სარგებელი.

„ჭკვიანი კაცი ყოფილა ივანიშვილი“ , – დაამატა მანვე.

იტვირთბა....