უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღედე, რუსეთმა უკრაინაში 88 380 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 2911
ჯავშანტექნიკა – 5866
საარტილერიო სისტემა – 1901
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 395
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 209
თვითმფრინავი – 280
ვერტმფრენი – 261
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1555
ფრთოსანი რაკეტა – 531
გემი/ნავი – 16
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 4423
სპეცტექნიკა – 163
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.