რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით რომის პაპ ფრანცისკეს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“ეს აღარ არის რუსოფობია, ეს არის გარყვნილება, არც კი ვიცი, რა დონის”, – თქვა მარია ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ BBC – მ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა რომის პაპის შემდეგი განცხადება:
„როცა უკრაინაზე ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ ხალხზე, რომელიც მოწამეობრივად იღუპება. თუ არიან ადამიანები, რომლებიც გახდნენ მოწამეები, არიან ისეთებიც, რომლებიც აწამებენ მათ. როდესაც ვსაუბრობ უკრაინაზე, მე ვსაუბრობ მათ მიმართ ჩადენილ სისასტიკეზე [.. როგორც წესი, ყველაზე სასტიკები არიან ჩეჩნები, ბურიატები და ა.შ.] “ .