რუსეთის არმია აანალიზებს, რომ უკრაინულ ძალებს მდინარე დნიპროს გადალახვა და აღმოსავლეთ ხერსონის ოლქში კონტრშეტევის განხორციელება შეუძლიათ, რაც საფრთხეს უქმნის მათ კრიტიკულ სახმელეთო კომუნიკაციებს ყირიმთან, – ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი იუწყება.
ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთის თავდაცვითი პოზიციების მიხედვით, ოკუპანტების სამხედრო ხელმძღვანელობა მდინარე დნიპროზე უკრაინელების კონტრშეტევის პერსპექტივას სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს, ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კრიტიკულ სახმელეთო კომუნიკაციების ხაზებს.
„რუსული ჯარები ოპერაციული ან სტრატეგიული შეფერხებისთვის ემზადებიან. რუსებმა, შესაძლოა, თავდაცვის ნაცვლად, მდინარე დნიპროს აღმოსავლეთით უკრაინული ძალების შეტევის შენელება სცადონ“, – აცხადებენ ექსპერტები.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობა სერიოზულ საფრთხედ განიხილავს უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივას დნეპროზე.