ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ეკლესია, რომელიც მონაზონზე ძალადობას მასმედიას აბრალებს, შეუძლებელია, რომ იყოს პროგრესის ხელშემწყობი ქვეყანაში“ – რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომან გოცირიძე, დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„ეკლესია, რომელიც მონაზონზე ძალადობას მასმედიას აბრალებს, ეპისტოლეში მოუწოდებს ცოლებს, რომ ქმრებს ფეხები დაბანონ, მიუთითებს, თუ რომელი დღეებია “ხიზილალით ხსნილი”, დაბადების დღეს ულოცავს დედამიწაზე ეშმაკის წარმომადგენელს, რუსეთის პატრიარქ კირილეს, ყველაზე მძიმე განსაცდელის ჟამს, როცა 18 ათასამდე ადამიანი დაიხოცა კორონავირუსის პანდემიისას, ეჭირა ანტიმეცნიერული პოზიცია, დღემდე ვერ წაუკითხავს უკრაინის ტომოსი, შეუძლებელია, რომ იყოს პროგრესის ხელშემწყობი ქვეყანაში.

ძირფესვიანი რეფორმა. ამის შინაგანი რესურსი მას არ გააჩნია. ამისკენ მას უნდა უბიძგებდეს მრევლი, მაგრამ როცა გამოკითხულთა 80 პროცენზე მეტს მოსწონს ის, რაც ეკლესიაში ხდება, რეფორმის გარედან მოხდენის შანსიც მინიმალურია.
სწორედ ამაზეა თქმული, რაც ერი, ის ბერი.

შექმნილი მძიმე რეალობის მიზეზი მრავალია. ამას როგორც ერში, ასევე ბერში განათლების მკვეთრმა დეფიციტმაც შეუწყო ხელი. მოდერნიზაციის საფუძველი განათლება და სეკულარიზმის პრინციპების განმტკიცება უნდა იყოს. სეკულარული სახელმწიფო უალტერნატივოა, თუ თავს დასავლური კულტურული სივრცისა და ქრისტიანული სამყაროს წევრად მივიჩნევთ“, – წერს დეპუტატი.

იტვირთბა....