ახალი ამბები მსოფლიო

ანდრეი მაკარევიჩი უცხოური აგენტების სიაში შეიყვანეს

ცნობილი რუსი მომღერალი და კომპოზიტორი, როკჯგუფის „მაშინა ვრემენი“ -ს სოლისტი ანდრეი მაკარევიჩი უცხოური აგენტების სიაში შეიყვანეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც მუსიკოსის ადვოკატმა ალექსანდრე პერედრუკმა განაცხადა, მაკარევიჩი ამ სიაში საკუთარი გამონათქვამების და ინტერვიუების გამო შეიყვანეს.

„ანდრეი მაკარევიჩს არანაირი უცხოური დაფინანსება არა აქვს, მაგრამ მას სხვა მიზეზები აღმოუჩინეს. რადგანაც უცხოურ გამოცემებს აძლევდა ინტერვიუებს, ეს „უცხოურ გავლენად“ შეფასდა. თითქოს ამ გამოცემებმა მას საკუთარი აზრის გასავრცელებლად პლატფორმა მისცეს“, – განაცხადა მაკარევიჩის ადვოკატმა ალექსანდრე პერედრუკმა

მაკარევიჩი პირველი ადამიანია, ვინც უცხოური აგენტების სიაში არა დაფინანსების, არამედ „უცხოური გავლენის“ გამო შეიყვანეს.

მაკარევიჩმა უკრაინელ ჟურნალისტს დიმიტრი გორდონს მიმდინარე წლის მარტში მისცა ინტერვიუ და იქ უკრაინაში მიმდინარე ომზე საკუთარი ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაკარევიჩი თავის ტელეგრამ არხზე რუსეთი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და მათ სამხედრო დანაშაულების ჩადენაში სდებს ბრალს. ასევე თანამედროვე რუსეთს ნაცისტურ გერმანიას ადარებს.

იტვირთბა....