ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, რუსმა დამპყრობლებმა ხერსონის საცხოვრებელ რაიონებს ცეცხლი გაუხსნეს.
მისი თქმით, მტრის ჭურვებმა საცხოვრებელი ბინები, სავაჭრო ცენტრი და სკოლები დააზიანა.
როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. იანუშევიჩის განცხადებით, რუსებმა ცეცხლი გახსნეს ხერსონის ოლქის ჩერნობაევკას, ანტონოვკას, ნიკოლსკოესა და მუზიკოვკას მიმართულებით.