ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ჰოლოდომორიდან 90 წლის შემდეგ რუსეთი უკრაინელების ახალ გენოციდს სჩადის. რინკევიჩის თქმით, საჭიროა სტალინის მემკვიდრეების დამარცხება.
„დღეს პატივს მივაგებთ სტალინის რეჟიმის მიერ ჰოლოდომორის დროს მოკლული მილიონობით უკრაინელის ხსოვნას. 90 წლის შემდეგ რუსეთმა კვლავ წამოიწყო სრულმასშტაბიანი გენოციდი უკრაინელების წინააღმდეგ.
მომავალში მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ უნდა დავამარცხოთ სტალინის მემკვიდრეები“, – აცხადებს რინკევიჩი.