დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში აფეთქდა მანქანა, რომელშიც ოკუპანტები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად, საჭესთან მყოფი რუსი სამხედრო დაიღუპა კიდევ ორი კი დაშავდა.
როგორც მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდიუშენკო Telegram-ზე წერს, აფეთქება 24 ნოემბერს გრომოვას 63-ე საოკუპაციო ადმინისტრაციასთან ახლოს მოხდა.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათ დაზიანებები მიიღეს.ერთი მათგანი მაღალი ხარისხის დამწვრობით დონეცკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი ხელის მოტეხილობა და თავის ტვინის დაზიანება აღენიშნებოდა და დროებით ოკუპირებული მარიუპოლის საავადმყოფოშია მოთავსებული.