ახალი ამბები უკრაინის ომი

უკარინაში არ დარჩა თბოელექტროსადგური ან ჰიდროელექტრო სადგური, რომელიც მტერს არ დაუბომბავს – შმიგალი

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ,  უკრაინელები ოკუპანტების თავდასხმებს წარმატებით იგერიებენ და ლუგანსკის ოლქში  რუსულ ქვედანაყოფებს დიდ დანაკარგები აქვთ.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უკრაინაში კვლავ რჩება ელექტროენერგიის გათიშვა. პრემიერ დენის შმიგალის თქმით, ქვეყანაში აღარ არსებობს ისეთი თბოელექტროსადგური ან ჰიდროელექტროსადგური, რომელიც რუსებს არ დაუბომბიათ.
“უკრაინის ენერგეტიკა რუსი ტერორისტების მუდმივი სამიზნეა. 23 ნოემბერს განხორციელდა მასობრივი დაბომბვა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. 70-ზე მეტი რაკეტა იქნა გამოშვებული, რომელთაგან ჩვენმა ჰაერსაწინაააღმდეგო ძალებმა 50 ჩამოაგდეს. თუმცა დღეს უკარინაში არ დარჩა არცერთი თბოელექტროსადგური ან ჰიდროელექტრო სადგური, რომელიც მტერს არ დაუბომბავს.

ხოლო ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეში მდებარეობს, კვლავ ოკუპირებულია. ამის მიუხედავად, ჩვენი ელექტროსისტემა მძიმე სისტემური ავარიიდან გამოვიდა და ამ დროისთვის ელექტროენერგიის მწარმოებლები უზრუნველყოფენ მოხმარების საჭიროების 70%-ს”,– ამბობს შმიგალი.

იტვირთბა....