ხაშურში, დედათა მონასტერს უცნობი პირები თავს დაესხნენ – გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს მონაზონზე. მონაზონი ფიზიკური დაზიანებებით თბილისში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე ორი პირია დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებასა და ყაჩაღობას გულისხმობს.