საზოგადოება

ანუკი არეშიძე, სოფო ნიჟარაძე, ნინა სუბლატი, ნანკა – ლამაზი ქალები, რომელთაც შერეული გენი აქვთ (ფოტოები)

საქართველო ლამაზი ქალებით ყოველთვის გამოირჩეოდა. უმშვენიერესი ქალბატონები დღესაც მრავლად ტრიალებენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში და პუბლიკას ნიჭთან ერთად გარეგნული მშვენიერებითაც ხიბლავენ. დღეს ყურადღებას იმ ქართველ ქალებზე შევაჩერებთ, რომლებსაც ქართულთან ერთად არაქართული ეთნიკური წარმომავლობის წინაპირები, ან ერთ-ერთი მშობელი ჰყავთ. ხშირად ამბობენ, რომ შერეული გენების ადამიანები ეგზოტიკური ვიზუალური მონაცემებით გამოირჩევიან. ამაზე თუნდაც ეს არასრული ჩამონათვალიც მეტყველებს.

სანამ თანამედროვე ქალბატონებს გადავხედავთ, გავიხსენოთ, რომ ქართული კინოს ულამაზესი მსახიობები ნატო ვაჩნაძე (დედით პოლონელი), კირა ანდრონიკაშვილი (დედით რუსი) და ლია ელიავა (ბებიით ინგლისელი) სწორედ ნარევი გენეტიკის იყვნენ.

თანამედროვე ქართველი ქალებიდან რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას:

ქართველი მომღერალი, უმშვენიერესი თამრიკო გვერდწითელი, რომელიც უკვე დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობს, დედით რუსი ებრაელია. თამრიკოს დედა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ინა კოფმანი იყო. ქალბატონი თამარი, როგორც ცნობილია, გამოირჩევა საქართველოს და ისრაელის განსაკუთრებული სიყვარულით და ორივე ქვეყანას ქართულ ენასა და ივრითზე ულამაზეს სიმღერებს უძღვნის.

1

 

ბებია რუსი ჰყავდა გარეგნული სილამაზით გამორჩეულ ქართველ პოლიტიკოსს, სალომე ზურაბიშვილს. ამის შესახებ ქალბატონმა სალომემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა. პარიზში დაბადებული და ემიგრანტების ოჯახში გაზრდილი სალომე ზურაბიშვილი გარეგნული მშვენიერებითაც დიდ სიმპატიებს იმსახურებს.

2

თურქი დიდი ბებია ჰყავდა ულამაზეს ქართველ მომღერალს, პოპულარულ სოფო ნიჟარაძეს. აღმოსავლური მშვენიერებით და იდუმალი გამოხედვით გამორჩეული მომღერალი “ევროვიზიის” კონკურსზე თურქმა ნათესავებმაც მოძებნეს, რაც სოფოსთვის სასიამოვნო სიუპრიზი აღმოჩნდა. სოფოს სილამაზეს ბევრი თაყვანისმცმელი ჰყავს როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

3

უკრაინელი ბებია ჰყავს ულამაზეს ქართველ მოცეკვავეს ლიკა ლაბაძეს. “ცეკვავენ ვარსკვლავებში” გამოსვლისას ლიკამ უკრაინული ცეკვა, რომელიც მან სამორი ბალდესთან ერთად შეასრულა, თავის უკრაინელ ბებიას მიუძღვნა. ლიკა ცოტა ხნის წინ უცხოეთში გათხოვდა. მისი მეუღლე იტალიელი მსახიობი და მოდელი ჯუზეპე მარელაა.

გაიკეთა თუ არა მკერდის ოპერაცია ლიკა ლაბაძემ
უკვე ძალიან პოპულარულ ქართველ მომღერალს, “ევროვიზია 2015-ის” მონაწილეს, ნინა სუბლატს მამის მხრიდან ბებია რუსი ჰყავს. ერთ-ერთ ინტერვიუში ნინას დედამ განაცხადა, რომ ნინა გარეგნულად ძალიან ჰგავს თავის ბებიას.

5

ნარევი გენები აქვთ ასევე ნუკი კოშკელიშვილს (სლავური) და ნანკა კალატოზიშვილს(სომხური).

ნუკი კოშკელიშვილი

7

 

დედით რუსია იოანე ბაგრატიონის მეუღლე, ულამაზესი მოდელი ქრისტინე ძიძიგურიც, რომელიც დაოჯახებამდეც უკვე დიდი ხანია პარიზში ცხოვრობდა.

8

 

 

სილამაზით გამორჩეულ ახალგაზრდა ქართველ მოდელს, ანა ახვლედიანს კი ქართული, რუსული და ბერძნული გენები აქვს.
9
მამა ქართველი და დედა ქისტი ჰყავს საოცრად მომხიბვლელ ადვოკატს, მარიკა კუბლაშვილს.

10
საინტერესოა ისიც, რომ კახი კალაძის ულამაზეს მეუღლეს, მოდელს და დიზაინერს, ანუკი არეშიძეს დიდი ბებია შვედი ჰყავდა. ანუკის ბებია სოფიო გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა პეტერბურგში 5 წლის ასაკში იშვილა, საქართველოში ჩამოიყვანა და გაზარდა. სწორედ მისი შთამომავალია ანუკი არეშიძე.

11

 

presa.ge

იტვირთბა....