ჯანდაცვა

გადაწყვიტეთ სიგარეტს თავი დაანებოთ? – 1 თვე მოემზადეთ ამ სიმპტომებისთვის!

სიგარეტისთვის თავის დანებების შემდგომ უსიამოვნო სიმპტომები წარმოიშობა, რომლისთვისაც ყველა მწეველი უნდა მოემზადოს. თუმცა, ჯანსაღ ცხოვრებასთან დაბრუნებისთვის ალბათ, ყველა სახის დისკომფორტი ასატანია, მითუმეტეს, რომ სიგარეტი ფილტვის კიბოს და უფრო ხშირად, ინფარქტის მიზეზი ხდება.

ცნობილია, რომ თამბაქოს ერთ-ერთ ალკალოიდს ნიკოტინს ადამიანი ისევე ეჩვევა, როგორც, მძიმე ნარკოტიკ კოკაინს, ან ჰეროინს. სწორედ ამიტომ, დროთა განმავლობაში ორგანიზმი ნიკოტინზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დამოკიდებული ხდება. სიგარეტის მიტოვების პირველივე დღიდან თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები:

1,  თავბრუხვევა (მხოლოდ 1-2 დღე);
2,  გაღიზიანებადობა;
3,  ძილის დარღვევები;
4,  კონცენტრირების გართულება;
5, მოუსვენრობა;
6, თავის ტკივილი;
7,  ადვილად დაღლა;
8, მადის მომატება

ეს ნიშნები ბოლო სიგარეტის მოწევიდან რამდენიმე საათში იწყება და  პიკს 2-3 დღეში აღწევს. მათი აქტივობა კი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს. სწორედ ამ სიმპტომების გამო ამბობენ უარს მწველები სიგარეტისთვის თავის დანებებაზე, თუმცა, თუ შევადარებთ, რა ზიანის მოტანა შეუძლია სიგარეტს დროთ განმავლობაში, მათ შორის უკვე ხსენებული ინფარქტი და ფილტვის კიბო, რომ მარტივი ასარჩევი ხდება რომელი და რა დროის დისკომფორტის ატანა სჯობს.

სპეციალისტების უმრავლესობა გვირჩევს, რომ სიგარეტს თავი ერთბაშად დავანებოთ, რადგან ასე უფრო ეფექტურია ამ მავნე ჩვევასთან ბრძოლა.

თუ იმ პერიოდში, როცა ცდილობთ სიგარეტს თავი დაანებოთ, ნებისყოფამ გიმტყუვათ და ერთი ღერი მოსწიეთ, ეს არ არის მიზეზი, რომ მწეველთა რიგში დაბრუნდეთ. გააგრძელეთ უსიგარეტოდ დაწყებული ცხოვრება. სტატისტიკა ამტკიცებს, რომ პირველსავე ცდაზე სიგარეტისთვის თავის დანებება ძალიან ცოტას თუ გამოსდის.

იტვირთბა....