ზაპოროჟიეს გუბერნატორის თქმით, სამშობიაროზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ახალშობილი დაიღუპა. ალექსანდრე სტარუხმა “ტელეგრამზე” დილით დაწერა, რომ დაბომბვა ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში მოხდა.
“მწუხარება ავსებს ჩვენს გულებს – ახლად დაბადებული ბავშვი მოკლეს” – დაწერა მან ტელეგრამზე.მისი თქმით, ადგილზე მაშველები მუშაობენ.
მაშველებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ნანგრევებიდან ამოიყვანეს ექიმი და ახალგაზრდა ქალი, რომლის ახალშობილი შვილი სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა. საავადმყოფოს შენობას რუსული რაკეტა წუხელ მოხვდა.
მაშველები ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდას განაგრძობენ.