ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიცია გამარჯობას არ მეუბნება, მტეხავს შეხვედრებიდან და რაღაც „ჩათლახობებს“ იფიქრებს – იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩიამ ქართულ ოპოზიციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციონერები მას არც კი ესალმებიან, ამიტომ მათთან კოალიციის შეკვრა არარეალურად მიაჩნია.

„ჩვენი პოლიტიკოსები ამ 12 პუნქტის შემსრულებლები არ არიან და ეს ხალხმა კარგად იცის. ახალ მიდის რაღაც „ღლარძუნი“ იმისთვის, რომ შეუსრულებლობა სხვას დაჰბრალდეს. არავის აქვს იმის მოლოდინი, 12 პუნქტს ჩვენ წესიერად ვასრულებთ. როგორ შეიძლება ამ ოპოზიციას კოალიცია შეუკრა! გამარჯობას არ მეუბნება, მტეხავს შეხვედრებიდან, რაღაც „ჩათლახობებს“ იფიქრებს ხალხის და ჩემს ზურგს უკან და ამ ოპოზიციას რა კოალიცია უნდა შევუქმნა?! ამ მთავრობასთან ახლა ვინ მაპატიებს კოალიციის შექმნას?! მთელი პოლიტიკური სპექტრი გაჭედილია.

კვლევების ნდობა ამ ქვეყანაში არ შეიძლება. ჩვენი პარტიის მიზანია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა არ იცის ერთმანეთთან საუბარი, მარტო ჩხუბი იციან და, ასევე, როგორ აგინონ ერთმანეთს, საკუთარი მედია ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

ზოგადად ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა – გინება, ჩხუბი და გაუმარჯოს ყვირილი იცის, მაგრამ საქმეზე ლაპარაკი არ იცის. არასერიოზულია ჩემი კოლეგების უდიდეს ნაწილთან საქმეზე საუბარი, არც იციან რას ნიშნავს საქმეზე საუბარი, იქ სულ სხვა რამის გამო არის მოხვედრილი ეგ ხალხი.

ადამიანებს გაქცევა უნდათ იმ პოლიტიკური ბაბლისგან, რაც ჩვენ შევუქმენით. გამონაკლისი ვარ, შემთხვევით ვარ პოლიტიკაში და პარლამენტშიც. ჩვენ გვაქვს მოკლული პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა იაგო ხვიჩია.

იტვირთბა....