ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

დახოცილ ოკუპანტთა რიცხვმა 85 ათასს მიაღწია – სამხედრო დანაკარგების ახალი სტატისტიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 84 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +390]
ტანკი – 2 892 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 5 822 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 1 870 ერთეული [+2]
MLRS – 393 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 537 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 480 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 378 ერთეული [+7]
სპეცტექნიკა – 161 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 20 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

333 თვითმფრინავი
177 ვერტმფრენი
2 538 უპილოტო საფრენი აპარატი
388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 729 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
899 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 604 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 293 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

იტვირთბა....