ლუგანსკის ოლქში რუს ოკუპანტებთან მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინის თავდაცვის ძალები გმირულად აკავებენ დამპყრობლების ძალებს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის რეზიუმეშია ნათქვამი, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული საოკუპაციო ჯარების კოლონა დაამარცხეს ლუგანსკის ოლქის სოფელ სიროტინის მიდამოში. ოკუპანტის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
„ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი განსახლების ღონისძიებები. კერძოდ, ბილოვოდსკის მცხოვრებლები იძულებით გადაიყვანეს ქალაქ ლუგანსკში“, – განაცხადეს გენერალურ შტაბში.