ახალი ამბები საზოგადოება

სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის საქმე – პენიტენციური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენიცური სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა პენიტენიცირუი სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.

უწყება ყველა მხარეს გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

“მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.

მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

იტვირთბა....