თბილისში, გოგოლის ქუჩაძე მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ გამაოგნებელი დეტალები ხდება ცნობილი.
საქმის მასალების თანახმად, 22 წლის ბრალდებული, 36 წლის ქალის მკვლელობის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ირკვევა, რომ ის წარსულში, ქურდობის გამო იყო დაკავებული.
რაც შეეხება გოგოლის ქუჩაზე მომხდარ უმძიმეს დანაშაულს, არსებული ინფორმაციით, ბრალდებული გვამის დანაწევრებასგეგმავდა. საქმის მასალების თანახმად, მკვლელობის შემდეგ, 22 წლის ბიჭმა კარი გადაკეტა და გასაღები კანალიზაციის მილში ჩააგდო.
საქმის მასალებში წერია, რომ კაცმა მეგობარს დაურეკა და გააფრთხილა, რომ სახლში არ შესულიყო რადგან “იქ საშინელება დახვდებიდა”.
სასამართლოზე ბრალდებულის ადვოკატმა 22 წლის ბიჭის გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. ოჯახი თანახმა იყო, რომ 10 000 ლარი გადაეხადა.
“ტვ პირველისთვის” ცნობილი ხდება ისიც, რომ 22 წლის კაცი ჩვენებაში წერს, რონ ახალგაზრდა ქალს დანა 20-ჯერ ხუმრობის გამო ჩაარტყა. ქალმა იხუმრა, რომ ტრანსგენდერი იყო.