ახალი ამბები პოლიტიკა

ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გააზრებულად მივუძღვენი „ნაციონალურ მოძრაობას“ – ნიკა მელია

ყველაფერს გადაწყვეტს საარჩევნო კამპანია, პარტიის ერთგული ამომრჩეველი, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი პარტიის უდიდესი უმრავლესობა გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს, ვფიქრობ, ამ ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა თავად საარჩევნო კამპანია, რომელიც მე ჯერ კიდევ არ დამიწყია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მნიშვნლეოვანია, რომ პარტიაში ახალი პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ.

„სწორედ ამიტომ არის შექმნილი სამუშაო ჯგუფი ჩემი, როგორც თავმჯდომარის ბრძანებით და სამუშაო ჯგუფში შესაბამისი კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ, რომ დაინერგოს ახალი ინოვაციური, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ათობით ათას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ მხარდამჭერს და წევრს მომდევნო რამედენიმე წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღოს პარტიის პოლიტიკის განსაზღვრაშ. მიმაჩნია რომ, დიახაც, შესაძლებელია, ბევრი ჩვენი ამომრჩევლისთვის არ იყო სასიამოვნო ის პროცესი, რომელსაც თვალყურს ადევნებდნენ. მითქვამს, რომ ბევრად, გაცილებით ბევრად უკეთესი იქნებოდა ჩვენ საზოგადოების წინაშე წარვმდგარიყავით უკვე კონსოლიდირებული პოზიციით და ეს კითხვები არ გაუჩნდებოდა არავის, მათ შორის არც ერთ ჟურნალისტს.

ვის მიიჩნევენ ღირსეულ კანდიდატად და ვინ გაუძღვება „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს მხოლოდ და მხოლოდ პარტიის მხარდამჭერების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ამას უახლოეს პერიოდში ვიხილავთ, ეს არის პროცესი, რომელშიც ახლა ვართ. მივანდოთ საკუთარი პარტიის ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს ამ არჩევანის გაკეთება. ყველაფერს გადაწყვეტს საარჩევნო კამპანია, ამ პარტიის ერთგული ამომრჩეველი, მხარდამჭერი და წევრი. ეჭვი არ მეპარება, რომ უდიდესი უმრავლესობა ჩვენი პარტიის ამომრჩევლებისა და წევრებისა, გააკეთებენ ერთადერთ სწორ არჩევანს, მათ მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და ვფიქრობ, ამ ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა თავად საარჩევნო კამპანია, რომელიც მე ჯერ კიდევ არ დამიწყია.

მე ამ პარტიაში ვარ 2013 წლიდან, მაშინ, როდესაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ განიცდიდა საკუთარ საუკეთესო წლებს.  ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები, გააზრებულად მივუძღვენი ამ პარტიას და ვაპირებ მომავალშიც დავიხარჯო ამ პარტიის განვითარებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია პარტიის ამომრჩევლების და მხარდამჭერების, წევრების პოზიცია, ეს განსაზღვრავს ყველაფერს და დაველოდოთ ამ პროცესს“, – განაცხადა მელიამ.

იტვირთბა....