ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარგობრივმა კომისიამ საკრებულოს წევრების ეროდი გორდელაძის და გელა ჩავლეშვილის ფრაქცია ” ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” – დან გასვლის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ეცნობება საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას.
სხდომის თავმჯდომარემ, პაატა კიღურაძემ განაცხადა, რომ ფრაქციის წევრთა რაოდენობის ცვლილება განაპირობებს კომისიების შემდგენლობაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ცვლილებას, რაზედაც ინფორმაცია მიეწოდება საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სოზარ სუბარის ახალ ჩამოყალიბებულ პარტიაში გადადიან.