ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში 2 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ორივე მათგანი მამაკაცია.
გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, საკვებით ინტოქსიკაცია გახდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
შსს-ში აცხადებენ,რომ მათ ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.