ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

გადაწყვეტილება მიღებულია – ამერიკამ ისრაელი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე დაიყოლია

ამერიკის შეერთებული შტატებმა ისრაელი დაითანხმა უკრაინას გადასცეს საკუთარი შეიარაღება მოკავშირე ქვეყნების გავლით. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Haaretz საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დასავლური დიპლომატიური წყაროების თქმით,  იერუსალიმში მაღალი პოლიტიკური და უსაფრთხოების ეშელონები შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსთხოვა ისრაელს გაეფართოებინა დახმარება უკრაინისთვის და არ დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელებმა ისრაელს უკრაინისთვის საზენიტო ბატარეების მიწოდება სთხოვეს, თუმცა, ორ მთავრობას შორის მოლაპარაკებების შემდეგ, გადაწყდა სტრატეგიული მასალების დაფინანსება.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ისრაელმა სთხოვა ყველა მხარეს, რომლებიც მონაწილეობდნენ სტრატეგიულ მასალებთან დაკავშირებით გარიგებაში, არ გაემჟღავნებინათ ეს საჯაროდ, რათა პუტინი არ გაეღიზიანებინათ.

იტვირთბა....