უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, ოკუპანტების არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე ხუთი საავიაციო და 27 სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან კი, 50-ჯერ გახსნა ცეცხლი.
სარაკეტო დარტყმების შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა ხარკოვის, ვოლინის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში.
რუსეთს შავი ზღვაში დისლოცირებული ჰყავს შვიდი საბრძოლო ხომალდი. მათ შორის არის ერთი წყალქვეშა ნავი, რომელსაც „კალიბრის“ ტიპის რაკეტები გადააქვს.