ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასობრივი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს დილით უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის თქმით, რუსებმა დღეს ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

საჰაერო იერიშისას დაზიანდა ქალაქი დნეპრიც, რის შედეგადაც 14 ადამიანი, მათ შორის, 15 წლის მოზარდი დაშავდა.

ოდესის ოლქში რუსებმა შენობა-ნაგებობები დაბომბეს. ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია სამი დაშავებულის შესახებ.

კიევის ოლქში უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი ფრთოსანი რაკეტა და Shahed -ის დრონი ჩამოაგდეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ჩერკასის, პოლტავას, ხარკოვისა და ლვოვის ოლქებში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

იტვირთბა....