ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

400 ჯარისკაცი ერთ დღე-ღამეში – რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 83 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
ტანკი – 2 878 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 5 804 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 1 860 ერთეული [+0]
MLRS – 393 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 531 ერთეული [+6]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 474 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 362 ერთეული [+2]
სპეცტექნიკა – 160 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 16 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

333 თვითმფრინავი
177 ვერტმფრენი
2 514 უპილოტო საფრენი აპარატი
388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 644 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
892 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 587 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 240 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

იტვირთბა....