ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება კიდევ 120 დღით გაგრძელდა

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ოლექსანდრ კურბაკოვის ინფორმაციით, დღეს, 17 ნოემბერს, სტამბოლში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შავი ზღვით უკრაინული აგროპროდუქციის უსაფრთხო ექპორტის შეთანხმება 120 დღით გაგრძელდა.

საომარი მოქმედებების გამო, უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს სტამბოლში დადეს შეთანხმება, რომელიც ეხება უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს. მისი მოქმედების ვადა 17 ნოემბერს იწურებოდა.

კურბაკოვის თქმით, 1 აგვისტოდან უკრაინიდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 მილიონ ტონაზე მეტი პროდუქცია. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, უკრაინამ პარტნიორებს მიმართა, რომ შეთანხმება სულ მცირე 1 წლით გაგრძელდეს და პორტების ჩამონათვალს დაემატოს ნიკოლაევის საზღვაო ნავსადგური. ოფიციალური კიევი ამ წინადადებაზე პასუხის მოლოდინშია.

იტვირთბა....