ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

„ყირიმი რუსეთისთვის მახე ხდება“ – ბენ ჰოჯესი

დროებით ოკუპირებული ყირიმი რუსეთის ფედერაციისთვის სულ უფრო მეტად ხდება ხაფანგი. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის სარდლობა აწარმოებს პროფესიონალურ სამხედრო კამპანიას, რომელიც მუდმივად ავიწროებს რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს თავის სამხედრო ჯგუფებს. როგორც ჰოჯესმა აღნიშნა, ქერჩის ხიდის დაზიანების შემდეგ, რუსეთის შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს თავის ჯარებს სამხრეთ უკრაინაში, მნიშვნელოვნად შემცირდა.

ცნობისთვის, უკანონო „არჩევნები“ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 2014 წლის 14 სექტემბერს გაიმართა.

იტვირთბა....