უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, არ იყო უკრაინული.
“ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არ იყო ჩვენი რაკეტა ან ჩვენი სარაკეტო დარტყმა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებაში უნდა მივიღოთ მონაწ. მინდა ვიყოთ სამართლიანები და თუ ეს ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენება იყო, მაშინ ამის მტკიცებულება მჭირდება. პირველ რიგში გამოძიება, წვდომა და მონაცემები, რაც თქვენ გაქვთ“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტით იყო გამოწვეული.