თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებით თეა წულუკიანმა, იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, ბიუჯეტი, 332 ათასი ლარით აზარალა – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
გავლენიანი ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019-2022 წელს საჯარო სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე 4,039 პირმა დატოვა.
2019-2021 წლებში მათი კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ ლარამდე დაუჯდა.
აქედან 420,078 ლარი უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეთა კომპენსაციებზე დაიხარჯა.
თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლება ყველაზე ხშირად თეა წულუკიანს ახასიათებს.