ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

„პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ამას აუცილებლად მოჰყვება საპასუხო ზომები“ – ზურა ბატიაშვილი პოლონეთის დაბომბვაზე

ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „მეტრონომთან“ საუბრისას პოლონეთის დაბომბვაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ყველა ვარიანტში პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სამხედრო ექსპერტმა შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება, თუმცა დასავლეთის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი ზომები.

„ურთიერთგამომრიცხვავი ვერსიები გავრცელდა ამასთან დაკავშირებით. მთავარია ფაქტი, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რაკეტა . ეს რომც იყოს უკრაინული მხარის მიერ ნასროლი რაკეტა ეს მაინც რუსეთის აგრესიის შედეგია, რომ არა რუსეთის აგრესია უკრაინა ამ რაკეტას არ გაისროდა. ყველა ვარიანტში პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, იმიტომ რომ მან წამოიწყო ეს ომი. რა თქმა უნდა, მესამე მსოფლიო ომს არავინ ელოდება, რადგან დასავლეთსაც ეს არ აწყობს, მაგრამ ამას აუცილებლად მოჰყვება ის, რომ გაიზრდება იმ შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის, რომელიც საჭიროა რაც შეიძლება მალე, ამ ომის დასასრულებლად და ეს ომი დასრულდება ბრძოლის ველზე უკრაინის სრული გამარჯვებით.“ – განაცხადა ბატიაშვილმა.

იტვირთბა....