ქუთაისი-ბერლინი 39.99 ევროდან; ქუთაისი-მილანი 39.99 ევროდან; ქუთაისი-მიუნხენი 39.99 ევროდან; ქუთაისი – ლარნაკა 24.99 ევროდან; ქუთაისი-სოფია 29.99 ევროდან; ქუთაისი – დორტმუნდი 39.99 ევროდან – ასეთი დაბალი ფასებით მოგზაურობა, ქუთაისიდან აღნიშნულ ქვეყნებში, სექტემბრიდან შეგეძლებათ.
„ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, Wizz Air, ქუთაისის საერთაშორისო საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის სექტემბერში ბაზას გახსნის. რაც აეროპორტში თვითმფრინავის ბაზირებასა და 7 ახალი მიმართულების დამატებას გულისხმობს“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელმაც ზემოთჩამოთვლილი ავიარეისების სია გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ივნის-ივლისიდან ამოქმედდება.