პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მშვიდობიანი ოთხშაბათ დილა ჩემო მეგობრებო! 10.00 #რონდელისმსოფლიორადარი ნინო გელაშვილთან ერთად “დილის საუბრების” ფბ გვერდზე და რადიო პალიტრას 103.9 ტალღაზე გიამბობთ ყველაზე ცხელ ამბებს უფრო ვრცლად! მინამ სანამ კი #BუკაDეილიNიუსი #BDN აქ მოგახსენებთ, რომ:
!!!!!!! რუსეთი არის ტერორირსტი სახელმწიფო! #წერტილი
ხომ იყო მოლოდინი, რომ ერთხელაც ჩამოვარდებოდა ეს დასაწვავი იქს-101 რაკეტა ნატო-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე? იიიყოო! ჩამოვარდა ბატონო და 2 პოლონელიც იმსხვერპლა!
ოფიციალური ვარშავა აცხადებს, რომ ეს იყო რუსული რაკეტა და რუსეთის ელჩი გამოძახებულია საგარეოში!
პოლონეთის პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე დღეს ნატოს მე-4 მუხლის თანახმად ბრიუსელში შეიკრიბებიან ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები!
მესამე მსოფლიო არ დაიწყება, ცხადია, მაგრამ ურეაქციოდ რომ არ დარჩება ეს ამბავი ცხადია!
რა იქნება შედეგი? სავარაუდოდ, უკრაინა მიიღებს მეტ ჰსთ სისტემებს და ნატოს წევრ ქვეყნებში გაძლიერდება დაცვის საშუალებები!
ბალიზე უკვე შეიკრიბნენ დიდი შვიდეულის ლიდერები და მათთან ერთად ევროკავშირის ხელმძღვანელები!
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ესაუბრა ჯერ ზელენსკის შემდეგ ბაიდენს!
პრეზიდენტმა ბაიდენმა უკვე მიმართა კონგრესს თხოვნით, უკრაინისთვის დამატებით 37.7 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე!
გუშინ ტერორირსტმა რუსეთმა 90-მდე რაკეტა ესროლა უკრაინას! აქედან 73 ჩვენებმა ჩამოაგდეს! 100%-იანი შედეგით იმუშავა ნასამს-ის ახლად მოსულმა სისტემებმა! გერმანული ირის-ტ ასევე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო! ასევე ჩვენებმა ჩამოაგდეს 10 ირანული დრონიც, მაგრამ 20-მდე რაკეტამ და დრონმა მოზანს მაინც მიაღწია! არის 1 მოქალაქე დაღუპული, რამდენიმე დაშავებული და სერიოზულად დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურა!
ეს არის რუსეთის რეალური სახე და მაქსიმუმი, რაც შეუძლია ბუნკერის ვირთხა პუტლერს მოიმოქმედოს!
რა მოლაპარაკებები? რა მზაობა? რა უპირობოდ მაგიდასთან დაჯდომა? ეს ტერორისტები ესვრიან საცხოვრებელ სახლებს და ენერგოინფრასტრუქტურაა!
განა არ იციან, რომ უკრაინელებს მაგით არათუ ვერ შეაშინებსნ, პირიქით გაამწარებენ, მაგრამ სხვა აღარაფერი შეუძლიათ! ჯარი ხერსონიდან გარბის, ჯაგლაგა ლავროვი სამიტიდან ძუძგავს! ჩინეთის საგარეოს მინისტრმა უშველა (ვაი მაგ შველას, იმანაც ყური აუწია ეტყობა) და გაეროს გენმდივანმაც გაისვარა ხელი მაგაზე ჩამორთმევით, თორე რუსეთის გამო ტრადიციული ფოტო სესიააც კი გააუქმეს!
მართალი თქვა ზელენსკიმ – დიდი 19 შეკრებაა და არა ოცეულისო!
ფრონტის ხაზებზე ძირითადად პოზიციური ბრძოლებია, მარამ მდინარე დნიპროს მარცხენა ნაპირიდან უკვე გვარიანად ითესებიან სიღრმეში ურდო – 15-20 კილომეტრზე, იმიტომ რომ მოადგა ჰაიმარსი და დაასვა სიკვდილის ბუზი!
უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერიას განადგურებულ გაცამტვერებულს ვნახავთ სწრაფად და შეუქცევადად!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!