უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოსახლეობას თავდასხმის შესახებ აფრთხილებენ და მოუწოდებენ, თავშესაფრებში გადავიდნენ. ოფიციალურ კიევში ვარაუდობენ, რომ რუსეთის ძალები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მასიურ შეტევას განახორციელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სტრატეგიულ ავიაციას გამოიყენებს და უკრაინის ტერიტორიაზე ფრთოსან რაკეტებს ისვრის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა შავ ზღვაში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით აღჭურვილი რამდენიმე ხომალდი გაიყვანეს.
რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე შეტევებისთვის ბოლო დროს ირანულ დრონებსაც აქტიურად იყენებს.