ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

EU არ აარჩევს რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი – ევროკომისარი

საქართველოში სტუმრად მყოფმა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, სხვა თემებთან ერთად, დეოლიგარქიზიის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი არ აარჩევს რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი, ეს კანონი ერთ კონკრეტულ ადამიანს არ მიემართება.

„მე ის ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწერილი კრიტერიუმები. არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება და ვერც შეიძლება ეხებოდეს კრიტერიუმები, ეს არის ჩარჩო სისტემა, რაც შემოგთავაზეთ, საკანონმდებლო ჩარჩო იქნება თუ გარემო რომელშიც ფუნქციონირებს მედია, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება ამ მიმართულებით, ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე შეზღუდვების გარეშეეს არ იქნება ჩვენი არჩევანი, ევროკავშირი, ჩვენ არ ავარჩევთ რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი ოლიგარქი. იმიტომ რომ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ, ან სხვების სასიკეთოდ რომელიც საბოლოო ჯამში მისთვის სასიკეთო იქნება” , – აღნიშნა ვარჰეიმ.

იტვირთბა....