ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობა დაზიანდა – რომან გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ „ყველაფერი მიდის არჩევნებისკენ და მშვიდად, წყნარად უნდა ჩატარდეს არჩევნები“.

მისი თქმით, ბოლო დროს პარტია საგრძნობლად დაზიანდა და ის პროცესები, რომლებიც ახლა “ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება, სასურველი არ არის.

„ყველაფერი მიდის არჩევნებისკენ და მშვიდად, წყნარად უნდა ჩატარდეს არჩევნები. ისე უნდა გამოვიდეთ პროცესიდან, რომ პარტიამ მინიმალური ზიანი მიიღოს. პარტია რომ დაზიანდა, ეს ფაქტია.

არ იქნება გულწრფელი განცხადება, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რათა გავძლიერდეთ. ფაქტია, მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს ეს პროცესები, მიაჩნია არადროულად. მას არ უნდა ასოცირებული იყო რომელიმე მხარესთან, ბიბლიოთეკა ფაქტობრივად ნიშნავდა მის ჩართავს ამ პროცესებში. არ არის სასურველი ის პროცესები, რაც დღეს ენმ-ში ხდება“, – განაცხადა გოცირიძემ.

იტვირთბა....