ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი გამოწვევაა – ღარიბაშვილი

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომზეც. ღარიბაშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

„დღეს მსოფლიოში არის ძალიან დიდი გამოწვევა, უკრაინაში არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, ევროპისთვის. ჩვენ მაქსიმალურად, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის სუვერენიტეტს, მათ დამოუკიდებლობას. ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს, რაც შეიძლება მალე. ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა ანალოგიური ომი 2008 წელს სხვა მასშტაბით, მას შემდეგ გრძელდება ეს გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....