ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ქმრის გადაწყვეტილების გამო დავისაჯე” – “ბათუმის ავტოტრანსპორტის” ყოფილმა თანამშრომელმა ორგანიზაციის დირექტორს უჩივლა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ორგანიზაციის დირექტორის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

მუნიციპალური შპს-ს ყოფილი თანამშრომელი ფიქრობს, რომ ლევან ლაზარიაშვილმა რეორგანიზაცია მისი გათავისუფლებისთვის დაგეგმა, რადგან იგი ერთადერთი კადრია, რომლის შტატიც გადახალისების შედეგად გაუქმდა. ლიკა თავაძე ფიქრობს, რომ ქმრის გადაწყვეტილების გამო დაისაჯა.

ალექსანდრე დავითაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე იყო. გასულ წელს მან თანამდებობა და „ქართული ოცნება” დატოვა, შემდეგ კი გახარიას პარტიას შეუერთდა. თავაძის თქმით, სასამართლო პროცესი პრინციპის და ღირსების დავა იქნება.

“ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა, ლევან ლაზარიაშვილმა ყოფილი თანამშრომლის ბრალდებაზე კომენტარი არ გააკეთა.

იტვირთბა....