aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

უკრაინას ბოლომდე დავუჭერთ მხარს – რიში სუნაკი G20-ის სამიტზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე სიტყვით გამოვიდა. სუნაკმა რუსეთის ბარბაროსული ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ბრიტანეთი უკრაინას მხარს დაუჭერს მანამ, ვიდრე საჭირო იქნება.

აღსანიშნავია, რომ პუტინმა არ ისურვა, ჩვენთან ერთად სამიტზე დასწრება. აქ რომ ყოფილიყო, იქნებ რაღაც საქმეები დაგველაგებინა. იმიტომ, რომ ერთადერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რაც შეიძლება ვინმემ მოიტანოს, არის ის, რომ რუსეთმა დატოვოს უკრაინა და დაასრულოს ეს ბარბაროსული ომი. რაც გარდამტეხია უკრაინისთვის, ისევე როგორც მსოფლიოსთვის. დიდი ბრიტანეთი გმობს ამ აგრესიას. მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება და ჩვენ ვიმუშავებთ კონსტრუქციულად G20-თან, რათა შევინარჩუნოთ საერთაშორისო წესრიგი, რადგან ეს ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა
– განაცხადა სუნაკმა.

იტვირთბა....