უკრაინაში, რუსებთან ბრძოლაში ეთნიკურად ქართველი, უკრაინის მოქალაქე ძმები თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები დაიღუპნენ. აღნიშნულ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ომში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ შექმნილ უკრაინულ პორტალზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლი, 37 წლის ერნესტ მაჭარაშვილი 13 ოქტომბერს ხერსონთან ახლოს მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება მის ძმას, უკრაინის არმიის მოხალისე კაპელანს, თემურ მაჭარაშვილს, ის აპრილში ზაპოროჟიეს ფრონტზე ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს და სასტიკი წამებით მოკლეს.