ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

აფეთქების ტალღამ მე-4 სართულამდე მინები ჩაამსხვრია – ოკუპანტებმა იერიში მელიტოპოლზე მიიტანეს

15 ნოემბერს, დილით, ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლში. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, ივან ფედეროვი, ავრცელებს.

“ძლიერი აფეთქება მელიტოპოლის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ უბანში, 24-ე ლიცეუმის მახლობლად, სადაც კიდევ ერთი ოკუპანტების ბუდეა თავმოყრილი”, – თქვა ივან ფედოროვმა Telegram-ზე.

ქალაქის მერის თქმით, მეზობელ სახლში აფეთქების ტალღამ მე-4 სართულამდე მინები ჩაამტვრია.

კვირას Telegram-ის პოსტში ფედოროვმა თქვა, რომ რუსულმა ძალებმა მელიტოპოლი გადააკეთეს “უზარმაზარ სამხედრო ბაზად”. მისი განცხადებით, რუსი სამხედროები ადგილობრივების სახლებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სახლდებიან, საცხოვრებელ პუნქტებში კი სამხედრო ტექნიკას ათავსებენ.

იტვირთბა....