თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილმა ქალმა აღიარა, რომ სირიაში ქურთული სამხედრო ჯგუფები დაზვერვის ოფიცრის წვრთნებს უტარებდნენ.
თურქული გამოცემების თქმით, ახლამ ალბაშირი, რომელიც ტერაქტშია ეჭვმიტანილი, სირიელია. იგი თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და სხვა ქურთულ სამხედრო ჯგუფებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ტერორისტ მამაკაცთან ერთად, უკანონოდ ოთხი თვის წინ შევიდა.
არსებული ინფორმაციით, ტერორისტები ინსტრუქციებს სირიის კობანის რეგიონიდან იღებდნენ. აფეთქების შემდეგ ტერაქტში ჩართული პირები საბერძნეთში აპირებდნენ გადასვლას. თურქეთის სადაზვერვო დანაყოფების თანახმად, თუ ტერორისტები შეძლებდნენ ქვეყნიდან გასვლას და დამალვას, მათ საბერძნეთში სიკვდილით დასჯიდნენ და თავდასხმასთან ყოველგვარი კავშირი გაწყდებოდა.
ამ დროისთვის თურქეთში ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 48 ადამიანია დაკავებულია, მათი უმეტესობა სირიელია.