უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 82 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710]
ტანკი – 2 861 ერთეული [+13]
ჯავშანტექნიკა – 5 773 ერთეული [+25]
საარტილერიო სისტემა – 1 850 ერთეული [+11]
MLRS – 393 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 208 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 511 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 351 ერთეული [+35]
სპეცტექნიკა – 160 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 14 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
333 თვითმფრინავი
176 ვერტმფრენი
2 504 უპილოტო საფრენი აპარატი
388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 593 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
891 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 577 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 216 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.