ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ფარული შეხვედრა ლონდონში – რა კავშირი აქვს დავით კეზერაშვილს აშშ-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან

საინფორმაციო სააგენტო “კვირა“ ავრცელებს ფოტოს, რომელზეც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, კულტ ვოლკერის შეხვედრაა ასახული. „კვირას“ ფოტო გერმანელმა ჟურნალისტმა მიაწოდა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეს იძიებს.
ამავე გამოცემის ცნობით, კეზერაშვილმა ვოლკერს მიმდინარე წლის 7 ივლისს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა.

შეგახსენებთ, კურტ ვოლკერი ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანია. ის წლების განმავლობაში იყო სენატორ ჯონ მაკკეინის ბიუროს წამყვანი თანამშრომელი, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ნატოში ამერიკის ელჩი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში.

იტვირთბა....