ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირმა ირანს საპროტესტო აქციების დარბევის გამო სანქციები დაუწესა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობის გამო სანქციების ახალ პაკეტს დაუჭირეს მხარი.

სანქციები შეეხო 29 ფიზიკურ პირსა და 3 ორგანიზაციას. კერძოდ, გაიყინა მათი აქტივები და აეკრძალათ მოგზაურობა.

სანქციები შეეხო რაზმის ოთხ წევრს, რომლებმაც თვითნებურად დააკავეს 22 წლის გოგო მაჰსა ამინი, ირანის სამართალდამცავი ძალების (LEF) და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) პროვინციის ხელმძღვანელებს, ბრიგადის გენერალს კიიუმარს ჰეიდარს, ირანის არმიის სახმელეთო ჯარების მეთაურს.

შინაგან საქმეთა მინისტრი აჰმად ვაჰიდი და ვაჰიდ მოჰამად ნასერ მაჯიდი, ირანის კიბერპოლიციის ხელმძღვანელი, ასევე იყვნენ სამიზნე, ეს უკანასკნელი “მისი პასუხისმგებლობისთვის ირანის რეჟიმის ონლაინ კრიტიკის გამოთქმისთვის ადამიანების თვითნებურად დაპატიმრებისთვის”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

სანქცირებულთა სიაშია სახელმწიფო ტელევიზია Press TV-იც.

ირანში პროტესტი 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის “მორალის პოლიციამ” დააკავა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო. მოგვიანებით სამართალდამცავების მიერ ნაცემი გოგო კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში მოხვდა და გარდაიცვალა. სექტემბრის შუა რიცხვებიდან ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 326 ადამიანი მოკლეს, მათ შორის არიან ბავშვებიც.

იტვირთბა....