ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

ეს დამანგრეველი ომი უნდა შეჩერდეს – ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტზე სიტყვით გამოვიდა

„დიდი ოცეულის“ სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო კავშირის საშუალებით შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა შეჩერდეს, ვინაიდან მხოლოდ ასე გახდება შესაძლებელი ათასობით სიცოცხლის გადარჩენა.

„ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს გააძლიეროს თავისი ძალები. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს“, – თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან და კომპენსაცია გადაიხადოს მიყენებული ზიანისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა „ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურის ძირითადი ელემენტის“ ჩამოყალიბებას, რათა რუსული აგრესია აღარ განმეორდეს.

”როდესაც განხორციელდება ყველა ანტი-საომარი ღონისძიება, მხარეებმა უნდა მოაწერონ ხელი ომის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ არავის აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული კატასტროფით დააშანტაჟოს და რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გადააქცია „რადიოაქტიურ ბომბად, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს“.

„ბირთვულ შანტაჟს გამართლება არ აქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა „G19“-ს, „დიდ ოცეულს“ რუსეთის გამოკლებით, იმისთვის, რომ ამას გარკვევით აცხადებენ.

იტვირთბა....