ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. მისი მთავარი თემა უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება.
„ვიმედოვნებთ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტს შეუძლია უზრუნველყოს კონკრეტული პარტნიორობა, რომელიც დაეხმარება მსოფლიოს ეკონომიკურ აღდგენაში“, – განაცხადა ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ.
სამიტზე ინტერნეტ-კავშირით სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. „დიდი ოცეულის“ შეკრებაში არ მონაწილეობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი. კრემლმა ამის მიზეზად მისი დატვირთული გრაფიკი დაასახელა. პუტინის ნაცვლად ინდონეზიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაემგზავრა.
სამიტის ფარგლებში, მოლაპარაკებები ბევრ ლიდერს შორის გაიმართება. უკვე შედგა აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა.