ახალი ამბები მსოფლიო საზოგადოება

“მეგობარი თურქი ხალხის ტკივილი ჩვენი ტკივილია” – ზელენსკი სტამბოლში მომხდარ აფეთქებაზე

“მეგობარი თურქი ხალხის ტკივილი ჩვენი ტკივილია” – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას, რომელიც, სავარაუდოდ, ტერორისტული აქტი იყო.

“დიდი მწუხარებით შევიტყვე იმის შესახებ, რომ ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მეგობარი თურქი ხალხის ტკივილი ჩვენი ტკივილია” – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

ამ დროისთვის, ცნობილია, რომ აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა, დაიღუპა – 6.

იტვირთბა....