მუხიანში, მშენებლობაზე მუშა მიწაში მოჰყვა. კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ფეხები აქვს დაზიანებული. მუშებს წყლის მილები გაჰყავდათ, რა დროსაც, მოულოდნელად მიწა ჩაიშალა.
სამაშველო სასმახური მამაკაცის დახმარებას რამდენიმე საათი უშედეგოდ ცდილობდა, თუმცა 4 საათიანი ოპერაციის შემდეგ მისი ამოყვანა მაინც მოახერხდა.
“გაჰყავდათ საკანალიზაციო მილი და რომ ამოჭრეს, მიწა ჩამოიშალა და მოყვა შიგნით,” – ამბობს თითმხილველი.
დაირღვა თუ არა სამშენებლო ნორმები და რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.